ბათუმში, რესტორან "ვოქსში" ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორან "ვოქსში" ხანძარი ლოკალიზებულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.

ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.